უფასო ონლაინ მასტერ-კლასი თინათინ ბასილაიასთან ერთად. შეხვდი 2026 წელს განახლებული ენერგიით, საკუთარ თავთან და რესურსებთან აღდგენილი კონტაქტით.
ბოლო დროს, ალბათ, ხშირად იჭერ თავს ფიქრში: „სად გაქრა ჩემი ძველი მე?“ ის ენერგიული, სიცოცხლით და იმედით სავსე "მე" თითქოს სადღაც შორს დარჩა, მის ნაცვლად კი დაღლილობა და ქაოსი შემოვიდა...
შესაძლოა ახლა გრძნობ, რომ:
დაკარგე კავშირი საკუთარ თავთან: თითქოს სხვების ცხოვრებით ცხოვრობ, სხვების სურვილებს ასრულებ, შენი „მე“ კი სადღაც მიიმალა.
ერთ წრეზე ტრიალებ: ყოველი დღე ერთნაირია. გინდა წინ წახვიდე, მაგრამ თითქოს უხილავ კედელს ეჯახები.
გამოფიტული ხარ: გინდა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვიდე, მაგრამ ელემენტარული ძალა და თვალებში ის ნაპერწკალი არ გყოფნის, რაც ადრე გქონდა.
გაკლია გაბედულება: გულით გრძნობ, რომ ცვლილებების დროა, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო, შიში გაჩერებს და „შესაფერის მომენტს“ ელოდები, რომელიც თითქოს არასდროს დგება...
კარგად ვიცი ეს გზა. მეც გავიარე ჩემს ცხოვრებაში ასეთი ეტაპი, 2-ჯერ და ორივეჯერ შევძელი საკუთარ თავში ძალის პოვნა და რესურსების დაბრუნება.
ახლა კი შენი ჯერია!
მე შენს გვერდით ვარ და მასტერ-კლასზე გაჩვენებ გზას - როგორ!
გაგიზიარებ ჩემს პირად ფორმულას: როგორ შევცვალე რადიკალურად ჩემი ცხოვრება 2-ჯერ და როგორ დავიბრუნე ძალა, რა დამეხმარა ამაში და როგორ შეგიძლია გამოიყენო შენც ეს მიდგომები.
მსხვერპლიდან -> ავტორამდე: დაინახავ, როგორ იქმნებოდა შენი დღევანდელი რეალობა „ავტოპილოტზე“ და ისწავლი, როგორ აიღო მართვის სადავეები ხელში.
შინაგანი ძალის გააქტიურება: გაიგებ იმ მთავარ პრინციპებს, რომლებიც შენში მიძინებულ მოტივაციასა და რესურსებს გააღვიძებს.
პრაქტიკა და მედიტაცია: ეს არ იქნება მხოლოდ თეორია. ჩავატარებთ ტრანსფორმაციულ მედიტაციას და შემოგთავაზებ სავარჯიშოებს, რომელიც დაგაბრუნებს საკუთარ თავთან და შენს ძალასთან.
ჯგუფური ენერგია: მიიღებ უზარმაზარ მუხტს და მხარდაჭერას, რათა 2026 წელს სრულიად ახალი, იმედიანი განწყობით შეხვდე!

მე ვარ თინათინ ბასილაია, EAGT ევროპული აკრედიტაციის მქონე გეშტალტ-თერაპევტი, ტრანსფორმაცული ქოუჩი, სპიკერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს” წარმომადგენელი საქართველოში. 2016 წლიდან დღემდე აქტიურად ვმუშაობ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფებთან და უკვე ათასობით ადამიანს დავეხმარე შინაგანი ძალის პოვნაში, თვით-რწმენის დაბრუნებაში, მოტივაციისა ამაღლებაში, საყვარელი საქმის აღმოჩენაში, კარიერულ ზრდაში, ჯანსაღი და ბედნიერი პირადი ცხოვრების შექმნაში.
მასტერ-კლასი ტარდება მხოლოდ ერთხელ.
6 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00 სთ-ზე
კანადიდან, პირდაპირ ვანკუვერიდან ჩაგერთვები და გაგიზიარებ გზებს, რაც დაგეხმარება დაიბრუნო ძალა, ენერგია, მოტივაცია და ცხოვრების ხალისი 2026 წლის დადგომამდე.
ერთად შევქმნათ ტრანსფორმაციული გამოცდილება და დაიწყე 2026 წელი კარგი ფეხით ამაღლებული და გამარჯვებული განწყობით - შენს ნამდვილ მე-სთან და რესურსებთან კონტაქტით.
“მე ხელახლა დავიბადე, ნამდვილად ასეა. ასეთი პროგრესული არასოდეს ვყოფილვარ. დღეს მაქვს დიდი მიზნები და დიდი შესაძლებლობები, მე მჯერა ჩემი თავის, ჩემი უნარების, და რაც მთავარია სამყაროს კეთილშობილების, ვიცი ის ხელს შემიწყობს და გამზრდის უფრო მეტად. დღეს ვარ მადლიერი უდიდესი სიყვარულია ჩემს გულში, უანგარო სიყვარული, ოკეანე ვარ.”
ნინო ნაყეური
“ჩემი ცხოვრება იყო ჩვეულებრივი რუტინა, ერთფეროვანი დეპრესიით სავსე და უამრავი სასტიკი ფიქრით, რაც მტანჯავდა. მეგონა ვერასდროს ვიპოვიდი ამ ჩიხიდან გამოსავალს, თინისთან მუშაობის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა 360 გრადუსით, აღარ ვიტანჯები უაზრო ფიქრებით, აღარ მგონია რომ ვერ შევძლებ, მე შემიძლია ყველაფრის გაკეთება, რაც გულით მინდა, ვარ ლაღი, ფერადი, მომღიმარი და მშვიდი, ზუსტად ვიცი ყველაფერი შესაძლებელია.”
მარიტა აბულაძე
“ყველას გირჩევთ ამ გოგოს ნაკადში მოხვედრას. მასთან შეხვედრა დღესასწაულია, ზეიმია, ფეიერვერკია... თინი ამას ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ბუნებრივად აკეთებს და სწორედ ეს ბუნებრივობა ხდის განუმეორებელას. გირჩევთ, თქვენც შეიგრძნოთ თინისთან ურთიერთობის ეს საოცარი დღესასწაული."
მაია იორდანიშვილი
ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება მცირე ხნით, მაგრამ... გულით გირჩევ, ეს 2 საათი საკუთარ თავს აჩუქო და ლაივში შემოგვიერთდე! 💫
არაფერი შეედრება იმ ჯადოსნურ ენერგიას და მუხტს, რაც ცოცხალი პროცესის დროს იქმნება. ამას ჩანაწერში ვერ იგრძნობ. თანაც, ყველაზე აქტიურ მონაწილეს ვებინარის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზი და საჩუქარი ელოდება! 🎁 ასე რომ, არ გამოტოვო!
განსაკუთრებული არაფერი. მთავარია, მოიმარაგო ბლოკნოტი, კალამი, წყალი ან შენი საყვარელი ჩაი/კაკაო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მზაობა და გახსნილი გული.
ასევე, მაქვს შენთვის პატარა საჩუქარი: შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, მეილზე მიიღებ მასტერ-კლასის სპეციალურ სამუშაო რვეულს. ის დაგეხმარება, რომ ჩვენი მუშაობის პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო, საინტერესო და ორგანიზებული იყოს.
შეგიძლია იგივე აკეთო, რასაც აქამდე აკეთებდი და ელოდო განსხვავებულ შედეგს... ან შეგიძლია შეჩერდე, ღრმად ჩაისუნთქო და აირჩიო ახალი გზა.
აჩუქე შენს თავს ეს 2 საათი. ეს მცირე დროა, მაგრამ მას შეუძლია დიდი ძვრები გამოიწვიოს შენს შინაგან სამყაროში და ცხოვრებაში.
გელოდები ვანკუვერიდან დიდი სიყვარულით,
თინი.